უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უყრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება.
კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ უყრაინა როგორც ცივილიზებული, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო პატივს სცემს ყველას გმირობის ხსოვნას, ვინც ნაციზმს ებრძოდა, ასევე ყველა მსხვერპლს, ვისაც შეეხო ომი.
განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ უყრაინის მოქალაქეებისთვის ვალდებულებაა, ახსოვდეთ, რამხელა დანაკარგის ფასად იქნა მიღწეული გამარჯვება ნაციზმზე.