ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა, რომელიც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის კბილის ტკივილს გამო გადაიდო, დღეს გაიმართება

დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა ბაიდენი იძულებული იყო, კბილის ტკივილს გამო, ორშაბათს დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები გადაედო.

FILE – President Joe Biden, left, is greeted by NATO Secretary General Jens Stoltenberg during arrivals for a NATO summit in Madrid, Spain on Wednesday, June 29, 2022. Biden is welcoming outgoing NATO Secretary-General Jens Stoltenberg to the White House on Monday, June 12, 2023, as the competition to find his successor to lead the military alliance heats up. Stoltenberg, who has led NATO since 2014 indicated earlier this year he would move on when his term expires at the end of September. (AP Photo/Susan Walsh, File)

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენს ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთდა და მას არ მოუწია უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის, კამალა ჰარისისთვის გადაბარება, აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაბამისად.

თეთრი სახლისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ინფორმაციით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს გენერალური მდივნობის ახალი კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. სტოლტენბერგი თანამდებობას სექტემბრის ბოლოს დატოვებს, ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის ცხრა წლის შემდეგ. ჯერ უცნობია, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტი. ნატო-ს გენერალური მდივნის არჩევა ზოგადად კონსენსუსის წესით ხდება.