,,მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას… ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას ” – დაჩი ცაგურია

დაჩი ცაგურიამ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა:

,,გუშინ ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ მივა „მაკდონალდსში“ და რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, როგორი კარგი და რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება. მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას, თემურ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენ შეგიძლია, გათხოვდე ხვალ, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, თქვენი პირადი ცხოვრებაა, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი. ჩვენს მომავალს დაანებეთ თავი. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“. მოაშორე მაგ ქსელიდან ეს სისაძაგლე. ვისაც როგორ უნდა, ზრდასრულმა ადამიანმა ისე იცხოვროს, არ გვაინტერესებს, ჩემი საქმე არ არის, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი“

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”