ვენეციის კომისიამ სამართლებრივი დოკუმენტი დადო და განაჩენი გამოუტანა ქართულ ოცნებას – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
“დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება იქ, სადაც ოლიგარქი მართავს ქვეყანას, ამიტომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს, დაასკვნა ვენეციის კომისიამ. თუ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა უფრო პოლიტიკურ ცნებად აღიქმებოდა, ვენეციის კომისიამ სამართლებრივი დოკუმენტი დადო და განაჩენი გამოუტანა ქართულ ოცნებას.”