აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ცოტა შოკისმომგვრელია, რომ „რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.
აშშ-ის პირველი ლედის თქმით, 2024 წლის არჩევნები წარმოადგენს არჩევანს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ძლიერ, სტაბილურ ხელმძღვანელობასა“ და „MAGA რესპუბლიკელების“ ქაოსსა და განხეთქილებას“ შორის.
„მათ [ტრამპის მხარდამჭერ „რესპუბლიკელებს“] არ აინტერესებთ საბრალდებო დასკვნა. ასე რომ, ეს ცოტა შოკისმომგვრელია, ვფიქრობ“, – აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.
49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.