“ხელისუფლება რომ არაეროვნული იყო, იმთავითვე გამოჩნდა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინა!” -იზა თამაზაშვილი

ცხადი გახდა, რომ ამერიკას საქართველოში გამოთაყვანებული ხალხი და გაუნათლებელი ახალგაზრდობა სჭირდება, რაც უკვე ჰყავს. ხომ დაგვპირდნენ, – თქვენ ვერა, მაგრამ თქვენს ახალგაზრდებს ისე გავხრწნით, ვეღარ იცნობთო?! ამ გამოთაყვანებულებს ვეკითხები: როცა ევროპისაკენ „ურყევად“ მავალ ხელისუფლებას უსმენთ, არ გებადებათ კითხვა – რომელი ევროპისკენ გვიბიძგებენ, რომელიც მონად გვთვლის და თავისი მითითებების შესრულებას გვაიძულებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ომში ჩაბმა უნდა, რომელიც ისეა გახრწნილი, რომ პედოფილიის აკრძალვა გააუქმა და ოჯახის წევრებთან სექსი ნორმალურად მიაჩნია? იმ ევროპისკენ, რომელიც თავის ახალგაზრდა თაობას გენიტალიებს აჭრის გადაკეთების მიზნით და ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს?

ცხოველი ანსხვავებს სქესს, ევროპა – არა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მე-20 საუკუნის ევროპაში ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ ღუმელებში, მათ ხორცს ხარშავდნენ და საპონს აკეთებდნენ!

დასავლეთს აქ დაჩმორებული მასა და ტერიტორია სჭირდება, რაც მიიღეს კიდეც. ამჟამად ევროპა-ამერიკა ძალადობრივ გადატრიალებას გვიწყობს, კრიმინალს ლობირებს და გმირად წარმოაჩენს მოლოტოვის კოქტეილების მსროლელს, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა. კრიმინალს ლობირებს ხელისუფლებაც დასავლელი ფაშისტების საამებლად და ნაცვლად იმისა, რომ კონსერვატიული ძალები დაიყენოს გვერდით, ეროვნული ინტერესების დამცველი ახალგაზრდები ციხისთვის გაიმეტა. ეს ის დასავლეთია, რომელიც ანტიმართლმადიდებლური განწყობის გასაღვივებლად მილიონებს ხარჯავს საქართველოსა და უკრაინაში. მართლმადიდებლობას რუსულ რელიგიად აცხადებენ და ისიც არ იციან, რომ ჩვენ მე-4 ს-ში, ხოლო რუსეთმა მე-10 ს-ში მიიღო ქრისტიანობა. იქამდე დავეცით, რომ ჩვენს სამშობლოში ნება მივეცით და ორგანიზაცია „ფუჩუ“ მართავს აქციებს. განუკითხაობამ ყველა მიმართულებით დაუსჯელობის სინდრომის გააქტიურებას შეუწყო ხელი. მსგავსი კრიმინალის და სიბინძურის ლობირება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეს არ არის ქართველთა ოცნება, ეს ბინძურთა ოცნებაა და ასეთი ფსიქიკის ადამიანების ადგილი პარლამენტში არ უნდა იყოს. როდემდე უნდა ვითმინოთ უსამართლობა, სიბინძურე, დასავლეთის გიენების შემოსევა? რას იმსახურებს გაუნათლებლობის წაკუზული მინისტრი, რომლის „კეთილი“ ნებით ჰომოსექსუალი – დემნა გვასალია მე-7 კლასის სახელმძღვანელოში სანიმუშო დიზაინერად არის წარმოდგენილი? კიდევ ერთხელ დავსვამ შეკითხვას: ვინ უფრო დიდი ნაძირალაა – დასავლეთი, რომელიც გხრწნის და განადგურებს, თუ შენ, რომელიც ამ ყოველივეს ნებას აძლევ? რის სანაცვლოდ გაწირა ხელისუფლებამ ეს ქვეყანა და ხალხი? ფული და კეთილდღეობა, აი ხელისუფლების ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ოცნება!

ის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ომში არ ჩართო ქვეყანა და ის პატრიოტია, სტალინის ერთ ფრაზას შევახსენებ თავის შვილთან, იაკობთან მიმართებაში: „ის ფაქტი, რომ გამცემი არ გახდა, გმირობას ჯერ არ ნიშნავს“. იაკობი მოგვიანებით ბრეჟნევმა დააჯილდოვა დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოქროს მედლით. საქართველოს ისტორია თავის სათქმელს იტყვის ჩვენი სამშობლოს 30-წლიან დეგრადაციაზე და ქვეყნის რეგრესის შემოქმედთა შესახებ.

ხელისუფლება მთლიანად გაშიშვლდა უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის უკან გაწვევით. ის რომ არაეროვნული იყო, იმთავითვე გამოჩნდა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინა. როცა რუსეთს არ ელაპარაკება და უკრაინას დროშებს უფრიალებს, როცა პატრიოტებს ეროვნული იდეოლოგიის დაცვისთვის ციხეში ამწესებს.

ამერიკელი ჟურნალისტი – ჯეფრი სილვერმანი გვარწმუნებს: „ეს კანონი (გავლენის აგენტების) ზღუდავს დასავლეთის დივერსულ ქმედებებს. ამ კანონის მიღებაზეა დამოკიდებული, რომ საქართველო მალე დაადგეს სწორ გზას. ამერიკაში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი 1938 წლიდან მოქმედებს. როცა არასამთავროები რევოლუციური ტალღის აგორებას ცდილობენ, ეს კანონი ძალიან სასურველია. ბაიდენი და მისი კრიმინალური ბანდა არღვევს ამერიკის კონსტიტუციას და ცდილობს ჩართოს ამერიკა რუსეთთან და ჩინეთთან ომში. საქართველოში ამერიკის ინიციატივით ფაქტიურად გახსნილია მეორე ფრონტი, უბრალოდ არ არის ოფიციალურად გამოცხადებული“.

ამ გამოუცხადებელი ომის ფონზე ხელისუფლება კონცერტებისთვის 70 მილიონს გამოყოფს, შალიკაშვილის ხიდისა და წერეთლის პროსპექტის რეკონსტრუქციისთვის – 32,600 მილიონს. ეს ყოველივე გამოგონილი საქმეებია დიდი ფულის საშოვნელად. ეს ხდება მაშინ, როცა, პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ათას კაცს ხელფასს 50 ლარს აძლევენ. საქართველოს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ყველა მიმართულებით გაუსწრო. ამის სანიმუშო მაგალითია ბელარუსი. მისი ლიდერი იმდენად დიდი პატრიოტიზმით არის გამსჭვალული, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით ააღორძინა. მისი პროდუქტი რუსეთშიც გადის და ევროპაშიც. რუსეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში თანხვედრაა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში, ხოლო ომში ჩაბმა მთელი სამხრეთ კავკასიის აფეთქებას ნიშნავს. მოაზროვნე ამერიკელი გვარწმუნებს: „რუსეთი თქვენი მეგობარია, მაგრამ თქვენ ვერასოდეს ხვდებოდით ამას“.

დაპირისპირებული მხარის ღირსებისა და ღირებულებების დანახვა თავად არის პიროვნული ღირსება.

ხელისუფლებას არასდროს უსაუბრია იმ ღირებულებებზე, რაც რუსეთს აქვს და რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სსრკ-ში მოწინავე ქვეყანა ვიყავით. მთავრობა პასუხისმგებელი იყო ჩვენს უსაფრთხოებაზე და ეკონომიკაზე. არავინ იყო მშიერი და არავინ გარბოდა საზღვარგარეთ, მონად რომ ემუშავა. ჩვენ არ გვინდა ისეთი მშვიდობა, რომელიც ქართველებს ქვეყნიდან გააქცევს და დემოგრაფიულ პრობლემებს შექმნის.

ევროპა – თანამონაწილეა ყველაფერი იმისა, რასაც ნაცმანიაკები სჩადიოდნენ ქვეყანაში. იგი ბნელი, ბინძური ძალების ინტერესების გამტარებელთა კავშირია მსოფლიოს მართლმადიდებელი, ზნეობრივი, პატრიოტული ძალების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ბჟეზინსკი მიუთითებდა – რუსეთი რომ განადგურდეს, ჯერ მართლმადიდებლობა უნდა განადგურდესო. კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელსაც ასე ესწრაფვიან ბიოდეგენერატები, კიდევ უფრო გააძლიერებს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანების ზეწოლას ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებზე – ასეთ ადამიანეთან თანაცხოვრება განა შეიძლება? მათი მითითებები და თითის ქნევა როდემდე უნდა ვითმინოთ? სამწუხაროდ, ჩვენთან ყოველთვის მოიძებნება იმათი ინტერესების გამტარებელი ძაღლიშვილი. ასეთი ადამიანები სამშობლოს მოღალატენი არიან და სრულიად იმსახურებენ იმ ხელისუფლებას, რომელიც გვყავს.

რუსეთი – რესურსების მხრივ არის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო. მისი წიაღისეული რესურსის შეფასება – 73 ტრილიონია. იგი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოა და თავად ამერიკელი ეკონომისტი – ჯეფრი საქსი აღნიშნავს: „რუსეთს აქვს 1.600 ერთეული ბირთვული იარაღი, როგორ წარმოგიდგენიათ მისი დამარცხება?“ ყველაფრის გასაღები რუსეთშია – უსაფრთხოება, ეკონომიკა, პროდუქტის გატანა, საწარმოების გახსნა, მაგრამ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვხსნით (500 ორგანიზაცია ფიქსირდება). რუსეთის საინფორმაციო სივრცე ლიბერალიზმისა და ყოველგვარი სიბილწის წინააღმდეგია. ამ კუთხით დანარჩენი მსოფლიოს კონსერვატიულად მოაზროვნე ძალებისთვის მიმზიდველიც გახდება. ასეთი ქვეყანა გვერდით გყავდეს და რა ნეხვის ჭიებს ეძებენ დასავლეთში ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიოდეგენერატები? მსგავსი პოლიტიკანების ძიძგილაობის ფონზე მსოფლიოს პოლიტიკური სივრცე იცვლება – მოსკოვში ჩადის ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. დასავლეთმა თხარა და რუსეთ-ჩინეთის კავშირი გამოთხარა. ეს კი ის ძალაა, რასაც ვერც ამერიკა და ვერც მისი მონა ევროპა ვერ დაუპირისპირდება.

რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, ინდოეთი, აფრიკის ქვეყნები ერთ ბლოკში მოიაზრება.

ახლა ანალიზი გავაკეთოთ – რა სჯობია საქართველოსთვის – გზა სიბინძურის წუმპედ ქცეული საგიჟეთისკენ (ევროპას ფსიქიატრის ფსიქოთერაპია ვეღარ უშველის და ისინი ჩვენგან იზოლირებულნი უნდა იყვნენ) თუ გზა მართლმადიდებელი რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო, ზნეობრივი, ჯანსაღი, მშვიდი ცხოვრების გარანტია?! გამაოგნებელია საუბრობდე დასავლეთიდან ზეწოლებზე, მისი ხედვის მიუღებლობაზე და მაინც ევროპული კურსის მომხრე იყო, ფუი თქვენი..! შეშლილები აქაც გვყოლია, მაშ გზა მშვიდობისა საგიჟეთისკენ!!!

 

P.S. სიზმარში გიორგი პაპა გამომეცხადა. კახეთში, თავის მამულში ხეების ჩრდილში ფარდაგი გაეშალა, იწვა და ლურჯი ცის ცქერითა და იასამნების სურნელით ტკბებოდა. უცებ ღობის მეორე მხრიდან კაცის მსგავსმა არსებამ თავი გადმოყო  და ისე გვეჯღანებოდა, როგორც ვეტერანთა ერთ-ერთი ლიდერი – ირაკლი შიხიაშვილი ამერიკიდან, რომელიც ამერიკელებმა ვეტერანთა დღის აღსანიშნავად და მოსაღორებლად მიიწვიეს. მოგვიანებით ეს არსება უკვე საქართველოს ე.წ. პატრიოტული არხიდან (“ობიექტივი”) გვმოძღვრავდა, რომ საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკის პოზიტიურობა როგორც პარტნიორისა, ხოლო რუსები მონღოლური რასის წარმომადგენლები არიანო. საკითხავია, თავად რომელი რასის წარმომადგენელია?

გიორგი პაპას სტუმართმოყვარეობამ და ცნობისმოყვარეობამ სძლია და ეს არსება ეზოში შემოიპატიჟა. კაცის მსგავსი არსება გიორგის გვერდით მიუჯდა და ამერიკის პოლიტიკის წარმატებებზე დაუწყო საუბარი, თან მუხლზე ხელი დაადო. საუბრისას კი ხელი ნელ-ნელა ზევით აუცურა. გიორგი აღშფოთებული წამოხტა და შეჰყვირა: ამნაირები ხომ სტალინმა განდევნა ქვეყნიდან! – შემდეგ წიხლი ამოჰკრა და ღობის მეორე მხარეს გადაისროლა.

– ასეთ საქართველოში სუნთქვაც შეუძლებელია, მოგვიანებით, ქართულ საქართველოში შევხვდებით, – მითხრა გიორგი პაპამ, დამემშვიდობა და გაუჩინარდა.

P.P.S. გიორგი თამაზაშვილი – პეტერბურგში იურიდიული განათლება-მიღებული, სტალინის თანამებრძოლი, შემდგომში მოსამართლე. დაიბადა 1888 წ. ტროცკისტებმა დააპატიმრეს 1937 წლის 31 დეკემბერს, დახვრიტეს 1938 წლის 16 იანვარს.

 

იზა თამაზაშვილი

 ტელ: 593 90 55 07