სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტი, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ევროკავშირს ეკუთვნის და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის – არა.
ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
„ეს არის ევროკავშირის პროექტი. მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის – არა. ჩვენ ბატონ ტუღუშთან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ვიმედოვნებთ, ამ პროექტის ფარგლებში ერთად ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.