პენტაგონი არ ადასტურებს ცნობებს შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს ჯავშანტექნიკის დაკარგვის შესახებ

პენტაგონი არ ადასტურებს ცნობებს შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს ამერიკული ჯავშანტექნიკის დაკარგვის შესახებ, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

„16 მანქანის განადგურების შესახებ ცნობების დადასტურება არ შემიძლია. ვნახე ცნობები, მაგრამ ზოგიერთ ვიდეოს და სურათს ვერ დავადასტურებ“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ დაეხმაროს უკრაინას დაკარგული აღჭურვილობის შესავსებად, თუ ინფორმაცია დადასტურდება? პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა: „პენტაგონმა მიწოდების დროს გაითვალისწინა, რომ ბრძოლის ველზე ტექნიკის დაზიანება აუცილებლად მოხდება“.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში ახალი „რამშტაინი“ გაიმართება, სადაც უკრაინის არმიის ამჟამინდელ საჭიროებებს განიხილავენ.

სინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება გრძელდება, რასაც მოწმობს ბოლო 325 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი.