თავმჯდომარის არჩევის სირთულის გამო ნატოს სურს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივოს – Financial Times

ნატოს ლიდერებს სურთ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა მოქმედ თავმჯდომარეს იენს სტოლტენბერგს გაუხანგრძლივონ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.

სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. სტოლტენბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ სურს მანდატის გახანგრძლივება.

„განგრძობითობის ინტერესებიდან გამომდინარე, აზრი აქვს“, – თქვა მაღალჩინოსანმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელიც მედიასაშუალებასთან მანდატის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავდა.

„ის ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დიპლომატმა.

დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა შეცვალოს სტოლტენბერგი, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

„სტოლტენბერგი დიდი გენერალური მდივანი იყო“, – თქვა დიპლომატმა.

რაც შეეხება თავად სტოლტენბერგის განცხადებას, სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მას ღირსეული მემკვიდრე ეყოლება და ნატო ახალ გენერალურ მდივანს აირჩევს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თეთრი სახლის ლიდერს ჯო ბაიდენს შეხვედრაზე ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის კანდიდატურა შესთავაზა.