სერბულმა ძალებმა 3 კოსოვოელი პოლიციელი დააკავეს

სერბულმა ძალებმა 3 კოსოვოელი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ავრცელებს. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორივე მხარე, დაკავების ადგილად სხვადასხვა ტერიტორიას ასახელებს და ერთმანეთს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

პოლიციის ოფიცრების გათავისუფლებას ითხოვს კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტი, რომლის მტკიცებითაც, ისინი კოსოვოს ტერიტორიაზე, სერბეთის საზღვრიდან 300 მეტრში დააკავეს.

„სერბეთის ძალების შემოსვლა კოსოვოს ტერიტორიაზე არის აგრესია და მიმართულია ესკალაციისა და დესტაბილიზაციისკენ“, – წერს ალბინ კურტი FACEBOOK-ზე. 

ხოლო სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, პოლიციის სამივე ოფიცერი სერბეთის ტერიტორიიდან 1.8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გნილიცას სიახლოვეს დააკავეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გზაგასაყარზე, გვექნება მშვიდობა, თუ არა… და ბალკანეთში არის ერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურს კონფლიქტის პროვოცირება – ეს ადამიანი ალბინ კურტია“, – განაცხადა მან სატელევიზიო ეთერში.

შეგახსენებთ, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა დამოუკიდებელ ქვეყნად ასახელებს, თუმცა, ოფიციალურ ბელგრადი ის თავის სამხრეთ პროვინციად თვლის.