ალექსანდრე ელისაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: არ მომწონს ასეთი განცხადებები. ევროკავშირში არ ცხოვრობენ და არ საქმიანობენ წმინდანები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „თუ ოცნების არჩევანი ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია“.

„არ მომწონს ასეთი განცხადებები. ევროკავშირში არ ცხოვრობენ და არ საქმიანობენ წმინდანები. სულაც არ არის მკრეხელობა რაც არ მოგეწონება იმაზე რომ თქვა, რომ მთლად არ არის მოსაწონი. ეს არის ერის არჩევანი და „ქართული ოცნება“ აქ არ არის მთავარი და გადამწყვეტი. კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნება“ კი არ მიიღებს, ან კი ვერ მიიღებს, საქართველო და ქართველ ხალხზეა ლაპარაკი“, -განაცხადა ელისაშვილმა.

ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ საუბრისას თქვა, რომ თუ „ქართული ოცნების“ არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია.