ჰერმან საბო: ოპოზიციის გაერთიანება ყბადაღებული თემაა

ოპოზიციის გაერთიანება ყბადაღებული თემაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გაერთიანებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუ ეს გაერთიანება არის საერთო სურვილითა და რაღაც მიზნით – ეს მიზანი არ უნდა იყოს ოღონდ„ბიძინა ჩამოვაგდოთ“. ბიძინა შეიძლება ცუდია, ოპოზიციაში არავის მოსწონს, მაგრამ თუ ალტერნატივა არ ვიცით, რას გვთავაზობენ ბიძინას შემდეგ ჩვენი კოლეგები, უბრალოდ სიტყვაზე არ ვენდობით. ბიძინა ცუდია, მაგრამ უარესი სცენარიც წარმოგვიდგენია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა გაერთიანებამ, ვინც ამაზე ლაპარაკს დაიწყებს, პასუხისმგებლობაც აიღოს, რომ ეს გაერთიანება იყოს იდეებზე და იმაზე, რომ ამომრჩეველს ველაპარაკობთ, რა წარმოგვიდგენია საქართველოში უკეთესად, იმისგან განსხვავებით, რაც დღეს არის“, – განაცხადა საბომ.