უკრაინის ყველა ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლება აფრთხილებს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან საკრუიზო რაკეტები გაისროლა.
უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა უკვე ისმის. ქალაქში, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.