გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტის გასაგრძელებლად ჭიათურიდან თბილისში გამოემგზავრა.
გაფიცვის მე-14 დღეს, მაღაროელების ერთი ჯგუფი აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან გამართავს.
დასაქმებულების თქმით, აქციის მსგავსად, შიმშილობა გაგრძელდება როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში. გაფიცულთა თქმით, თბილისში წასვლის მიზანია, ხელისუფლებას მეტად მიაწვდინონ ხმა.
მაღაროელები ხელფასების 40%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ისინი მზად არიან ხელფასი 5 %-ით გაზარდონ.