გურამ მაჭარაშვილი: უკვე საჯაროდაც დაბრუნდა ის რეალური „ნაცმოძრაობა“, რასაც ამბობდნენ და ვინ გაერთიანდება მის ირგვლივ, საზოგადოება ნახავს

უკვე საჯაროდაც დაბრუნდა ის რეალური „ნაცმოძრაობა“, რასაც ამბობდნენ და ვინ გაერთიანდება მის ირგვლივ, საზოგადოება ნახავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან განაცხადა.

 

„გაერთიანება ხაბეიშვილმა დააანონსა: როგორც იქნა, „ნაცმოძრაობამ“ იარა, იარა და მივიდა საკუთარ ბუნებასთან – ქუჩაში ხალხის დახოცვასთან, პატიმრების გაუპატიურებასთან, ამასთან არის უკვე დაანონსებული. ვიცით, უკვე გამომდიოდნენ, მათ შორის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ახლა პატიმარი სააკაშვილი, მეგის ქარდავას ჩამოიყვანენ, ყავარჯნიან იმ კაცს მოიყვანენ, ანუ უკვე საჯაროდაც დაბრუნდა ის რეალური „ნაცმოძრაობა“, რასაც ამბობდნენ და ვინ გაერთიანდება ამის ირგვლივ, საზოგადოება ნახავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.