საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და NDI-ის პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგი, ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა და დერეკ მიტჩელმა ისაუბრეს პარლამენტის საჭიროებებსა და NDI-ის ჩართულობის შესაძლებლობებზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ხედვებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.