გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ,,დროასა” და ,,გირჩის “წევრების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
სიტყვიერი დაპირისპირება კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გამოკითხვის დროს მოხდა, რა დროსაც დარბაზიდან ნიკა ნარსია გააძევეს.
სასამართლო 30 მაისს, ყვარელში, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების შესაძლო სტუმრობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმეს განიხილავდა.
სასამართლოზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკითხ პირთა შორის არიან პოლიციელები და სამოქალაქო აქტივისტები. 40 გამოსაკითხი პირიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 2 მოწმე გამოიკითხა.
14 პირს ძალოვანი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 25 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.