რუსეთის თავდაცვის მინისტრი კიევს საპასუხო დარტყმებით ემუქრება. სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით თავდასხმას გეგმავს.
მისი თქმით, თუ უკრაინა შორი მოქმედების დასავლურ რაკეტებს ყირიმში გამოიყენებს, მოსკოვი ამ ფაქტს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ომში პირდაპირ ჩართვად განიხილავს და დაუყოვნებლივ მიიტანს იერიშს კიევში სამთავრობო ობიექტებზე.