საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

პარამკლავჭიდელები მოლდოვიდან სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდნენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

კიშინეუში, ქართველებმა ჯამში 101 მედალი მოიპოვეს, აქედან – 45 ოქრო, 48 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. პარალელურად ქართველი პარამკლავჭიდელები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც აგვისტოში ყაზახეთი უმასპინძლებს.