ანი წითლიძე: თუ რამეზე დგას ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა, ეს არის იმ 9 წლის რეფორმები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ თუ ვინმე იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას, ეს არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„თუ რამეზე დგას ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა, ეს არის სწორედ იმ 9 წლის რეფორმები და საგარეო კურსი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა. თუ ვინმე იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას, ცხადია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. რაც შეცვლის, ამას გვიჩვენებს დრო“, – აცხადებს წითლიძე.