ატლანტის ოკეანეში დაკარგულ წყალქვეშა ნავზე 40 საათის სამყოფი ჟანგბადია დარჩენილი – BBC

BBC-ი აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაუჩინარებულ ტურისტული წყალქვეშა ნავზე, რომელზეც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, 40 საათის სამყოფი ჟანგბადი დარჩა.

ბორტზე ბრიტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი, მისი ვაჟი სულემანი ბრიტანელ ბიზნესმენთან და მკვლევარ ჰამიშ ჰარდინგთან ერთად იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ბორტზე იმყოფებოდა საფრანგეთის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე.

კაპიტანმა ჯეიმი ფრედერიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკარგული გემის ძებნა ძალიან რთულია და გუნდები ამისთვის დაუღალავად მუშაობენ.

კანადაში, ნიუფაულენდის სანაპიროსთან „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.