ჩინეთის საგარეო უწყება – აშშ-ს პრეზიდენტისგან სი ძინპინის მოხსენიება „დიქტატორად“ , პოლიტიკური პროვოკაციაა

აშშ-ს პრეზიდენტისგან სი ძინპინის მოხსენიება „დიქტატორად“ , „საჯარო პოლიტიკური პროვოკაციაა“.

განცხადებას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მაო ნინი აკეთებს.

პეკინში ჩატარებულ რიგით ბრიფინგზე მაო ნინმა ამერიკის ლიდერის კომენტარებს „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

“ეს ეწინააღმდეგება ძირითად ფაქტებს და დიპლომატიურ პროტოკოლებს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას და პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს”, – განაცხადა მან.

აშშ-ს პრეზიდენტის და ჩინეთის პასუხი ცხადყოფს, თუ რამდენად ფაქიზია ურთიერთობები მსოფლიოს ამ ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის.