გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: „დროა“ 100%-ით წახვიდეთ სახლში

სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა Edison Research-ის კვლევას ეხმიანება.

„Edison Research-მა საქართველოში, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებში კვლევა ჩაატარა. ელჩ დეგნანთან კონსტრუქციული კონსულტაციების შედეგად ამომრჩევლების აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება”37% “ენმ” 25% “გირჩი-შარვალჩახდილები” 5% “ლელო” 4% და ბოლოს „დროა” 100%-ით წახვიდეთ სახლში”- წერს ხაინდრავა.