ირაკლი კობახიძე: იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ-ის შემდეგი ელჩის პირობებში, მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებულები არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით

ჩვენი მიზანი იყო გამჭვირვალობა. რეალურად გაუმჭვირვალედ ხდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებულები არიან ქვეყანაში შუღლის გაღვივებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, გარედან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას დღემდე არა აქვს პასუხი, თუ ვინ იღებს ამ დაფინანსებას, რამდენს და რისთვის. უკეთესი იქნებოდა, ეს ყოფილიყო გამჭვირვალე, თუმცა შესაბამისი დონერების ინტერესებში არ არის, დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გაარკვევს იმას, რომ კონკრეტული წყაროებიდან ხდება საქართველოში აგრესიის, რევოლუციური სცენარების და ა.შ. დაფინანსება. იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ-ის შემდეგი ელჩის პირობებში, მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებულები არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით“, – განაცხადა კობახიძემ.