ხატია დეკანოიძე: რეკომენდაციების შესრულების ნაწილში „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო არ აქვს

ხელისუფლება მიმართავს რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ზღუდავს მედიათავისუფლებას, არ ახდენს დეოლიგარქიზაციას, არ არსებობს პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატა დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების ნაწილში „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო არ აქვს.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოების საკითხი. ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რეკომენდაციების ნაწილში „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო ნამდვილად არ აქვს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.