კანადური თვითმფრინავის ეკიპაჟმა, რომელიც წყალქვეშა ნავის „ტიტანის“ სამძებრო სამუშაოებშია ჩართული, კაკუნის ხმა დააფიქსირა, რომელიც დაახლოებით 30 წუთში ერთხელ ისმოდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ პერიოდულობით ხმა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ისმოდა. მაშველებს იმედი აქვთ, რომ „დამატებითი აკუსტიკური უკუკავშირი“ დაეხმარებათ უკეთ მართონ წყლის ზედაპირზე მომუშავე ტექნიკა. მათივე თქმით, კაკუნი იმის ნიშანია, რომ ნავში მყოფები იმედს არ კარგავენ.
კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლება, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟეოლე.
წყალქვეშა ნავს ამერიკელი, კანადელი და ფრანგი სპეციალისტები ეძებენ. ბორტზე დარჩენილი ჟანგბადის მარაგი დაახლოებით კიდევ 24 საათისთვის არის საკმარისი.