პენტაგონი: უკრაინას მძიმე ბრძოლები ელის, იქნება დანაკარგები, მაგრამ მას წარმატების მიღწევა შეუძლია

პენტაგონის პრესსპიკერის საბრინა სინგის განცხადებით, უკრაინულ ძალებს აქვთ საჭირო საშუალებები, რათა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ.

„ვიცით, რომ ბრძოლები რთული იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელებს აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ. მათ აქვთ საბრძოლო ძალა და კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატების უნარი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ბრძოლის ველზე დანაკარგები ომის სამწუხარო ნაწილია.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაზე ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მიმდინარე ომში.