პენტაგონის განცხადებით, ჩატარებულმა მოკვლევამ დაადგინა, რომ უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში გამოყოფილი სამხედრო დახმარების ოდენობა იმაზე 6,2 მილიარდი დოლარით ნაკლებია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
უწყების ინფორმაციით, 2022 ფისკალურ წელს შეცდომამ 2,6 მლრდ დოლარი, ხოლო მიმდინარე ფისკალურ წელს – 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
როგორც პენტაგონში განმარტავენ, შეცდომა იმის გამო მოხდა, რომ სამხედრო დახმარების ოდენობის შეფასებისას გამოიყენებოდა ახალი შეიარაღების ღირებულება, მაშინ, როდესაც უკრაინამ პენტაგონის მარაგებში არსებული შეიარაღება მიიღო, რომელთა ფასიც, ამორტიზაციის გამო, ახლის ფასზე ნაკლებია.
შეცდომის აღმოჩენის შედეგად აშშ-ის ხელისუფლება შეძლებს, უკრაინას დამატებითი დახმარება გამოუყოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში და არ მოუწევს კონგრესმენებთან დამატებითი სახსრების გამოყოფის შეთანხმება.