რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი გივი ვანიშვილი იუწყება, რომ ბოლო კვირების მანძილზე განვითარებულ უკრაინულ შეტევას კიევის რეჟიმისთვის დადებითი შედეგები არ მოუტანია. ყოველ შემთხვევაში – ფრონტის იმ ნაწილზე, რომელზეც იგი თავად იბრძვის – ქალაქ კრემენნაიასთან. პირიქით, რუსებმა კრემენნაიადან წინ 8 კილომეტრით წაიწიეს.
“ჩვენი ბიჭები ზურგიდან უკან დაბრუნდნენ, პოლკში კარგი განწყობაა, ოპტიმისტური. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას მანამ, სანამ ღმერთი ინებებს” – აღნიშნა გივი ვანიშვილმა გულბაათ რცხილაძესთან საუბარში 22 ივნისს. ინფორმაციას თავად გულბაათ რცხილაძე ავრცელებს.