პრეზიდენტმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებს და EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის კავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების ზრდის პროცესში.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.