სერგეი შოიგუ ვლადიმირ პუტინს ივნისის ბოლომდე „სარეზერვო არმიის“ შექმნას ჰპირდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ამა წლის ივნისის ბოლომდე „სარეზერვო არმია“ ჩამოყალიბდება, რომლის შეიარაღებაზე ათასობით ტექნიკის ერთეული იქნება.

Russian President Vladimir Putin attends a meeting with Defence Minister Sergei Shoigu in Moscow, Russia July 4, 2022. Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS ATTENTION EDITORS – THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY.

აღნიშნული განცხადება სერგეი შოიგუმ რუსეთის ფედერაციის ვლადიმირ პუტინისთვის ჩაბარებულ მოხსენებაში გააკეთა.

„არმიის კორპუსის შემადგენლობაში ვაყალიბებთ რეზერვებს, პლუს ამას მე-20 სატანკო არმიის ხუთი პოლკი. ფაქტობრივად, ივნისის ბოლომდე დავასრულებთ სარეზერვო არმიის და ასევე უახლოეს მომავალში არმიის კორპუსის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, „სარეზერვო არმია“ ტექნიკის 3700-ზე მეტ ერთეულს მიიღებს.