რასაც კელი დეგნანი კადრულობს, ამას ის დიპლომატიც არ იზამს, რომელიც დიპლომატიის გაგებაში არაა – ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს, სასამართლო გადაწყვეტილებებში ერევა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა კელი დეგნანმაც იცოდეს, რომ ასეთი ქმედებით ის საკუთარ ქვეყანას ვნებს. ისინიც, ვინც ევროკავშირში პლაკატებით იდგნენ „მიშა გამოუშვით“ – ესენიც ხომ საკუთარ ქვეყანას ვნებენ. ამერიკელი ექიმი ხარ თუ იტალიელი, ჰიპოკრატეს ფიცს რომ გაყიდი 5 კაპიკად, სირცხვილი არ აქვს? ვინ ენდობა მათ იმის მერე, რასაც ისინი სააკაშვილზე საუბრობდნენ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
რამდენიმე დღის წინ პატიმარმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა დააანონსა.