გოგა ხაინდრავა: „მაკდონალდსის“ თემა შემთხვევით კი არ არის შემოსული – ბავშვებიდან დაიწყეს, რომ თავიდანვე გახრწნან გონება

„მაკდონალდსის“ თემა შემთხვევით კი არ არის შემოსული. რატომ ბავშვებში? ჩვენს თაობას ვერაფერს უზამენ და ჩვენს ახალგაზრდობასაც, ბავშვებიდან დაიწყეს, რომ თავიდანვე გახრწნან გონება და იმ ჭკუაზე დააყენონ, რა ჭკუაზეც თვითონ უნდათ, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ამაში უამრავი ფული იდება. ეს არის მათ რომ აგიჟებთ, თორემ რა 12 პუნქტი?“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.