შემოდგომაზე რევოლუცია აქვთ განსახორციელებელი, აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელია, საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე

შემოდგომაზე რევოლუცია აქვთ განსახორციელებელი, აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელია, საზოგადოება ყველაფერს ხედავს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება დირექტივის შედეგია, რადგან მომაკვდავი, კომაში მყოფი ოპოზიცია ასე თუ ისე, იქნებ დენზე მაინც შეაერთონ, რომ სიცოცხლის პატარა ნიშანწყალი შთაბერონ.

„საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე. არ არის საჭირო განსაკუთრებული მოქმედებები. ქართველმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ რა რა არის. მაგალითად, კანდიდატის სტატუსი არის ნული, არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.