ალიევს შეეძლო, საერთოდ დაევიწყებინა ყარაბაღი და უზრუნველად, ფუფუნებაში ეცხოვრა

ნავთობით მდიდარი – კავკასიაში ყველაზე ძლიერი ფინანსური შესაძლებლობების ქვეყნის მეთაურია. მის ძალაუფლებას ვერავინ შეედრება – შეეძლო, საერთოდ დაევიწყებინა ყარაბაღი და უზრუნველად, ფუფუნებაში ეცხოვრა.

მაგრამ, თავისი მოღვაწეობა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მიუძღვნა. მთელი ეს წლები ემზადებოდა სამშობლოს გასამთლიანებლად, იბრძოლა და მაინც შეძლო – აღადგინა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აასრულა აზერბაიჯანელი ერის ოცნება. ამიტომ ვცემ მას დიდ პატივს – ეს ლიდერი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

ხშირად ვფიქრობ – ოდესმე საქართველოსაც ეღირსება ისეთი მმართველი, რომელიც პირად ინტერესებზე მაღლა სამშობლოს დააყენებს და ტერიტორიულ მთლიანობას აღაგდენს ?
სამწუხაროდ, ასეთი მმართველი საქართველოში ჰორიზონტზეც არ ჩანს.

 

სანდრო ბრეგაძე