მიმდინარე კვირის ბოლოს – 30 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.
მმართველ უმრავლესობაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, მოიწვევენ თუ არა რიგგარეშე სხდომებს ივლისის თვეში.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა.