აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტორნადოს შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ათობით სახლი

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტორნადოს შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა ათობით სახლი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ეროვნული მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ რამდენიმე ტორნადო კვირას შუადღისას ცენტრალურ ინდიანაში დაფიქსირდა.

„როიტერის“ ცნობით, ადგილობრივი მედიის კადრებმა აჩვენა, რომ ჩამოვარდნილმა ხეებმა გადაკეტეს გზები და დააზიანეს სახლები. ოფიციალური პირების თქმით, დიდი სეტყვა დაფიქსირდა ინდიანასა და მიმდებარე შტატებშიც.

ინდიანას ცენტრალურ ნაწილში გადაუდებელი თავშესაფრები შეიქმნა მათთვის, ვისი სახლებიც დაზიანდა და განადგურდა.

როგორც მედია წერს, ამინდის გამო, აშშ-ის შუა დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილში დაახლოებით ნახევარ მილიონ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.