როსტოვიდან ბელარუსში გამგზავრების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი არავის დაკავშირებია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, – ცნობას ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრიგოჟინი ბოლოს 24 ივნისს, როსტოვიდან გასვლისას ნახეს და უცნობია, ამჟამად სად იმყოფება. „ვაგნერის“ ხელმძღვანელის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი უპასუხებს ყველა კითხვას, როდესაც „მას ნორმალური კავშირის საშუალება ექნება“.
ამბოხის ჩაშლის შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მეთაური ბელარუსში გაემგზავრებოდა.