ლევან ბეჟაშვილი – როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მისი თქმით, ქართული ოცნების“ მთავრობას ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია არ აქვს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა. მიგრაციასთან მიმართებაში არ აქვს ხედვა, უსაფრთხოების სისტემებთან მიმართებაში არ აქვთ ხედვა. შესაბამისად, დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.