მაისში ბანკების მოგება 57.6 მლნ ლარით გაიზარდა

2023 წლის მაისში კომერციულმა ბანკებმა 237.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა თვესთან შედარებით 57.6 მლნ ლარით მეტია. აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 180 მლნ ლარს შეადგენდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 761.5 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 549.9 მლნ ლარი. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 478.5 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, 2023 წლის მაისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა – 7 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 70 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2.088 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.