რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში შენიშნეს.
ტელეგრამ არხ BRIEF-ის ცნობით, პრიგოჟინი მინსკში, სასტუმრო Green City-ში დააფიქსირეს.
RTVI-ის კორესპონდენტი აღნიშნული სასტუმროს თანამშრომლებს დაუკავშირდა, მაგრამ პრიგოჟინის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.
„სტუმრების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ჩვენთან რომც იყოს, ასეთ მონაცემებს ვერ მოგაწვდით“, – განუცხადეს ჟურნალისტს სასტუმროში.
ცნობისათვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ჩავიდა თუ არა პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე.