რატი იონათამიშვილი: კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა როგორი დესტრუქციული და მტრული ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას

კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა როგორი დესტრუქციული და მტრული ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას, – ასე შეაფასა რატი იონათამიშვილმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ქართული ოპოზიციის რეაქცია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში „ვაგნერის“ დამატებით რაზმად ჩამოყალიბდა.

„მათი განცხადებები იყო ფაქტობრივად მოღალატეობრივი და ისინი ცდილობდნენ ეს არეულობა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ არეულობაში ჩაეთრიათ. ეს ადამიანები პრიგოჟინს უძღვნიდნენ ლექსებს, მას გულშემატკივრობდნენ და ფაქტია, რომ ამით გაიფორმეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია არიან ვაგნერელების დამატებით რაზმი საქართველოში“, – ამბობს იონათამიშვილი.