გერმანია ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გადაცემის შესახებ, წერს Financial Times.
გაზეთს მოჰყავს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის გეგმა სავსეა მაღალი ფინანსური თუ იურიდიული რისკებით.
ერთ-ერთი გერმანელი ოფიციალური პირის თქმით, „ეს [გადაწყვეტილება] ჭიაყელების ქილას გახსნის“ და პრეცედენტს შექმნის სხვა ქვეყნებისთვის. მან ახსენა პოლონეთი, რომელიც ბერლინისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ასევე, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა აღნიშნა, რომ წინადადება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების ჩამორთმევის შესახებ „არასამუშაოა იურიდიული თვალსაზრისით“, განმარტავს FT.
მანამდე ევროკავშირმა დაასკვნა, რომ იურიდიულად შეუძლებელი იყო, დაახლოებით, 219 მილიარდი ევროს (20 ტრილიონი რუბლი) ღირებულების გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია.