რუსეთის დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ისევ ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ ბუნტი ჩაიშალა და გასამხედროებულმა დაჯგუფებამ უკან დაიხია, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
ძალაში დარჩა ორშაბათის უქმედ გამოცხადება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ როსტოვსა და ვორონეჟში დაჯგუფება „ვაგნერის“ შესვლისა და ევგენი პრიგოჟინის მიერ მოსკოვის მიმართულებით სვლის შესახებ გაკეთებული განცხადების ფონზე მიიღო.