რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ხალხს, ბუნტის მცდელობის შემდეგ

26 ივნისს ვლადიმირ პუტინმა მეორედ მიმართა რუს ერს – ამჯერად, “ვაგნერის” ჯანყის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, სამხედროებს, ასევე ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

პუტინმა დაადასტურა, რომ “ვაგნერელების” იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთიდან გასვლა სურს, ბელარუსში გასასვლელად არ დააბრკოლებენ, ხოლო მეორე ნაწილს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება სურთ, მიიღებენ და ხელს შეუწყობენ. პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ვაგნერის” დაუმორჩილებლობა მისთვის მიუღებელია, მაგრამ ამ დაჯგუფების სამხედროთა დიდი უმრავლესობა პატრიოტია და ისინი “გამოიყენეს”.

გთავაზობთ ვიდეოს ორიგინალს: