საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს

საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივმა კომიტეტებმა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს – დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს მხარი არ დაუჭირეს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული კანდიდატურები მმართველ გუნდთან კონსულტაციების გარეშე წარმოადგინა, შესაბამისად მათ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას სესიაზეც არ აპირებს.