უკრაინის საელჩო ისრაელს რუსეთთან თანამშრომლობასა და უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარების შემცირებაში ადანაშაულებს

ისრაელში, უკრაინის საელჩო ქვეყნის პოლიტიკოსებს აკრიტიკებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ამჟამინდელმა მთავრობამ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გზა აირჩია. საელჩოს მაგალითად რამდენიმე ფაქტი მოჰყავს.

დიპლომატიურ უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება მინიმუმამდე შემცირდა. განცხადებაში საუბარია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ინტევრიუებზეც. უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ისრაელი ისტორიის სწორ მხარეს დადგება.