როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა.
ზოლოტოვმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი კრემლის მოედანზე სიტყვით გამოვიდა, მადლობა გადაუხადა იმ სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურების დანაყოფებს, რომლებიც ამბოხის დროს წესრიგის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
ვიქტორ ზოლოტოვის თქმით, როსგვარდიისთვის მძიმე შეიარაღებისა და ტანკების მიწოდების საკითხი განიხილებოდა პრეზიდენტ პუტინთან. როგორც მან აღნიშნა, როსგვარდიის მებრძოლები სწორად მოქმედებდნენ გასულ შაბათ-კვირას შეიარაღებული ამბოხის მცდელობისას.