მაკა ბოჭორიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება

ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას სანქციების ის პაკეტები, რაც აქამდე მიიღო ევროკავშირმა და უზრუნველყოს მათი შესრულება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.

„ამას ეხებოდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის განხორციელების ფარგლებში მოიცავს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.