ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარის გადახდა დააკისრა

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სასჯელის სახით 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ჯაფარიძის თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც და მასაც 2 500 ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.